ერთი დღე
ივეტა გოგავა
ტრეინინგზე გამგზავრების პირველი წუთებიდან თითქმის ყველაფერი მახსოვს: გზა, ოთახი, პირველი შეხვედრა პროექტის მონაწილეებთან, ჩემი "რუმმეითები", გაცნობითი სესია, მოლოდინების ხე... და ასე დაუსრულებლად პროექტის დაწერის და გამომგზავრების „სიმძიმემდე“...
რატომ? ალბათ იმიტომ, რომ პირველი პროგრამა იყო, რომელთანაც განაცხადის შევსების მომენტიდან მაკავშირებდა რაღაც გამორჩეული. ბევრს არ გავაგრძელებ და ერთ განსაკუთრებულ დღეზე მოგიყვებით. ვეცდები ისე აღვწერო, როგორც მაშინ, სულ რაღაც 4 წლის წინ...
მზიანი ოთახი...სინათლე, სითბო, კარგი განწყობა... პროექტის იდეებისთვის შევგროვდით...ვფიქრობ და თავში ერთი აზრიც კი არ მომდის... არადა, თითქოს უიდეობას არ ვუჩივოდი, მაგრამ ყველაფერი შეუძლებლად მეჩვენება, სადღაც დავიკარგე და ვხვდები, რომ პროექტის იდეასა და ჩემს ემპათიურ-საქველმოქმედო აზრებს შორის კავშირს ვერ ვპოულობ.
ტრენერი გვთხოვს, რომ იატაკზე მოვეწყოთ ისე, როგორც ჩვენ გვინდა: წამოვწვეთ, წამოვჯდეთ, გავერთხათ... მოკლედ ჩვენია ბურთი და მოედანი და მორიდებული პოზიდან უცებ კომფორტულად, მიწაზე გართხმულ მდგომარეობაში ვინაცვლებ... იწყება მუსიკა... - არც მეტი, არც ნაკლები - Hallelujah!
ტრენერი საუბარს იწყებს... მე თვალებს ვხუჭავ და ვისმენ.
„წარმოიდგინეთ თქვენი სახლი, ოთახი, საწოლი...“ და ასე შემდეგ. "მონატრებულ სახლში ბრუნდებით, გამოდიხართ გარეთ და ხედავთ მეზობელს, მეგობარს, საზოგადოებას." აქ გარდატეხაა - აქამდე მე და ოჯახი მეგონა მთელი სამყარო, თურმე მეზობელი და მეგობარიც საზოგადოებაა და ჩემი უნარები, ცოდნა თუ დახმარების სურვილი ოჯახით არ ვიწროვდება. აქტივიზმის ჩანასახები, საზოგადოების შეცვლის ყოვლისშემძლე ბრიუსული იდეა შთაგონებას მიღვიძებს. მორბის იდეები, მოხტის და სამწუთიანი მუსიკისა და ტრენერის მედიტაციური საუბრის დასრულების შემდეგ, უკვე „იდეინი“ გოგო ვარ!
მერე ჯგუფების ჩამოყალიბება, მათთან ერთად მუშაობა, პროექტის იდეის დამუშავება და საგრანტო განაცხადი. თუმცა, ეს ის ნაბიჯებია, რომელიც ყველა მონაწილემ უნდა გადადგას. მთავარია, შთაგონება მიიღო და იცოდე, რომ შენ შეგიძლია შეცვალო სამყარო, შენ, რომელიც თავად ხარ სამყარო!